წყნეთში ტყე იწვის

წყნეთში ტყე იწვისწყნეთში ტყე იწვის – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი წერს.

„წყნეთში ავდივარ და ვხედავ, რომ ტყე იწვის. მობილურით უკეთესი ფოტო არ გამოდის. 112-ზე უკვე დავრეკე. ამ ყინვაში რას უნდა გაეჩინა ცეცხლი? ან ვიღაც მავნებელმა შეგნებულად გააჩაღა, ან მოქეიფეებმა დატოვეს ჩაუმქრალი ნაკვერჩხლები. მძღოლი ამბობს, რომ ნაფეტვრების თავზეა და საქეიფო ადგილებია.
შემირცხვენია ასეთი ქეიფიც, მოქეიფეც და მავნებელიც“, – წერს გოგა ჩანადირი.