ზურაბ ნადირაძე – ოჯახი დაიწვა… ხელისუფლებამ კი „ბეჯითი“ მუშაობისთვის სოცაგენტები დააჯილდოვა

ზურაბ ნადირაძე - ოჯახი დაიწვა... ხელისუფლებამ კი „ბეჯითი“ მუშაობისთვის  სოცაგენტები დააჯილდოვატრაგედია! ოჯახი დაიწვა!  მრავალშვილიან ოჯახს სოციალური მოუხსნეს, საცხოვრებლის არქონის გამო კი მიტოვებულ სახლში თვითნებურად შესახლდნენ.

დღეს კი უსინდისო ხელისუფლებამ “გამოაგორა” ბაღდათის მერი, რომელიც უსირცხვილოდ ამბობს, რომ ოჯახს გამოყოფილი ჰქონდა ფართი და ქირას ვუხდიდითო, ამაზრზენია უკვე ამათი თავგასულობა, მაშინ როდესაც სახელმწიფო ბიუჟეტიდან მილიონებს იპარავენ და სულ რაღაც ორი კვირის წინ სოციალურმა სამსახურმა სოციალური აგენტებისთვის “ტუსოვკა” მოაწყო , “ბეჯითი” მუშაობისთვის დააჯილდოვა ისინი და ხელფასები გაუზარდა! – წერს სოციალურ ქსელში „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ზურაბ ნადირაძე.