ზვიად კუპრავა – “ნიკუშას 18 თებერვალს გაჩენა არ გვინდოდა, ამიტომ 17-ში ხატიას საკეისრო გავუკეთეთ”

ზვიად კუპრავა - "ნიკუშას 18 თებერვალს გაჩენა არ გვინდოდა, ამიტომ 17-ში ხატიას საკეისრო გავუკეთეთ"ზვიად კუპრავამ ფეისბუქში დაწერა:

“ამბავი ერთი კაცური კაცისა..
4 წლის წინ, ნიკუშას დაბადებამდე 2 კვირით ადრე ექიმებმა ბავშვის დაბადების დრო აბსოლიტური სიზუსტით გვითხრა და ეს თარიღი იყო 18 თებერვალი.
ალბათ უცნაური აქ არაფერი არ არის, რომ არა ერთი ჩვენთვის არც თუ უმნიშვნელო გარემოება. კერძოდ, 18 თებერვალს გაჩენის დღეს აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი..
სწორედ ამ მიზეზით, ვინაიდან არც მე და არც ხატიას არანაირი სურვილი არ გვქონდა ივანიშვილის გაჩენის დღე ყოფილიყო ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი თარიღი, გადავწყვიტეთ ნიკუშა დაბადებულიყო წინა დღეს, საკეისრო კვეთით
ასე დაიბადა ნიკოლოზ კუპრავა ერთი დღით ადრე, 2016 წლის 17 თებერვალს
ალბათ იფიქრებთ, რომ ეს არ არის ნორმალური, მაგრამ ჩვენც ხომ არანორმალურები ვართ
ვულოცავ ნიკოლოზს დაბადების დღეს.. პირველ რიგში მინდა, რომ ის გაიზარდოს ჯანმრთელი და ბედნიერი, განვითარებულ, ძლიერ საქართველოში. მჯერა, რომ ცოდნას და ენერგიას, რომელსაც ის მომავალი წლების განმავლობაში დააგროვებს, ჩვენი სახელმწიფოს, საქართველოს მეტ განვითარებას მოახმარს!
თუმცა ჩვენ, ჩვენმა თაობამ უნდა მივცეთ მას და მის თაობას პირობა, რომ ჩვენს შვილებს სახელმწიფოს ჩავაბარებთ!
გილოცავ დაბადების დღეს, მამას სიცოცხლევ და სიხარულო”

ზვიად კუპრავა - "ნიკუშას 18 თებერვალს გაჩენა არ გვინდოდა, ამიტომ 17-ში ხატიას საკეისრო გავუკეთეთ"