ზვიად კუპრავას სახლთან დახვდნენ და სცემეს

ზვიად კუპრავას სახლთან დახვდნენ  და სცემეს”პრესა. ჯის” მთავარი რედაქტორი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში ზვიად კუპრავას ფოტოს აქვეყნებს. კუპრავა არის ნაცემი.

გიორგი კაპანაძე წერს:

”ამ წუთას რეჟიმის ტიტუშკები დახვდნენ ზვიად კუპრავას სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მანამდე ჩემთან იყო ოფისში ერთერთ სკანდალურ თემაზე, რომელიც შს მინისტრის მოადგილეს ეხება.

ასევე, ხვალ იგეგმებოდა აქცია ივანიშვილის სახლთან, სადაც შუშის კოლბა საკარანტინე ადგილად, ხოლო უზურპატორი მთავარ კორონა ვირუსად უნდა გამოცხადებულიყო.
ივანიშვილო პირადად და პერსონალურად ხარ პასუხისმგებელი ამ ნაძირლობაზე. ნამდვილად არ უნდა შეგრჩეს და არც შეგრჩება”