9 მარტს კორონავირუსის გამო მთელი იტალია საკარანტინო ზონად გამოცხადდა.
იმის შესახებ, თუ რა ხდება იტალიაში, იქ მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ფეისბუქში წერენ:
“გავედი და ტელეფონი სახლში დამრჩა ამიტომ ვერ გადავიღე ფლორენცია დღეს.მდუმარე შეშინებული და დაძაბული.გული დამიწვა ყველას ტკივილზე.აღარაა მოტიკტიკე გაღიმებული იტალიელები.ყველა წუხს.იმედია რამე სასწაული მალე მოხდება დავამარცხოთ უხილავი მონსტრი!ჯამრთელობა და გამძლეობა ყველას!”
“მაღაზიებში ორის მეტს არ უშვებენ მერე კიდე ორი და ასე შემდეგ უკლესიებს წირვა აუკრძალეს გაგვაფრთხილეს არ გამოხვიდეთ გარეთ იყიდეთ ბლომად პროდუქტი იყავით სახლებშიო ვნერვიულობთ”
“გუშინ წავედი დილით სამსახურში ავტობუსით. ნიღაბი (ქირურგიული)არ გამიკეთებია, არაფერს არ იცავს, ვდგები ტრანსპორტში ჩემთვის კუთხეში ზურგით შებრუნებული, სპირტით,ხელთათმანებით და ამუკინათი შეიარაღებული, ავტობუსში მძღოლს გადაკეტილი აქვს თავის კაბინის უკან სივრცე, მგზავრები თვითონ იცავენ დისტანციას ნაწილს ნიღაბი აქვს, ნაწილს არა, მომიწია სუპერმარკეტში შესვლამ დაახლოებით 40 წუთი ვიდექი რიგში. თითო ადამიანს უშვებენ შიგნით. აფთიაქთან შესასვლელში დგას ერთი თანამშრომელი, სადეზინფექციო საშუალებით და შემსვლელს აწმენდინებს ხელს. პოლიცია დადის ქუჩაში მაგრამ გუშინ არავის გავუჩერებივარ. მშვიდად ფრთხილად გადავადგილდები.”
“პიემონტეს რეგიონში ვარ…დღეს,ნაშუადღევს მომიწია გასვლა სახლიდან ძალიან აუცილებელზე,სულ ერთი საათით და ისეთი სიწყნარე იყო რომ,ასეთი არასდროს მინახავს ჩვენი ქალაქის პიაცა….ფილმში მეგონა თავი, გმირი პერსონაჟით….მაგრამ,ნუ გვეშინია,შევინარჩუნოთ დადებითი განწყობა – ყველაფერი კარგად იქნება! ☀️”
“ჩემთან მესენჯერში გაფრთხილება მოვიდა ბევრი…… საღამოს სარეცხი შემოვიტანე, მაგრამ მე და ბებია ვიჯექით ღია აივანზე და ველოდით ვერტმფრენებს. როგორც იქნა გამოჩნდნენ, ცოტა ჩვენც დაგვესხა სადეზინფექციო ხსნარი, რომელსაც აპკურებდნენ. ხელები შევუშვირე და კარგად მოვისვით ცხვირ პირზე. 48 საათიანი დაცვა გექნებათო, რუპორებიდან დაგვძახოდნენ..იქით თურქეთის ექიმებს დავუჯერე და იოდის კლეტკები გავიკეთე ხელფეხისგულეზე. ტალახი და ნერწყვი მანამდე მქონდა აზელილი, მოვამზადე წასასობად, მაგრამ ტელეფონში საათი მქონდა დაყენებული, ატეხა რეკვა და გამომეღვიძა. :)))…… მოკლედ ამ სისულელეებმა ვირუსს გადაასწროს მგონი, ისე შემაწუხა….”

