“ამ გაგანია პანდემიაში ესპანეთიდან არ გავიქცევი და საქართველოში ვირუსს არ ჩავიტან” – რას წერს ქართველი ემიგრანტი ესპანეთში

"ამ გაგანია პანდემიაში ესპანეთიდან არ გავიქცევი და საქართველოში ვირუსს არ ჩავიტან" - რას წერს ქართველი ემიგრანტი ესპანეთშიესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, რომლის ნიკია ურსულა მენდისაბალი, ფეისბუქში დაწერა:

“აბა, გამოდით ის ქართველები ვინც ახლა ბრუნდებით საქართველოში. მინდა მოვისმინო იმ ადამიანების აზრი ვინც ამ გაგანია ვირუსის დროს იხვეწება საქართველოში დაბრუნებას.
ცოტა ხნის წინ ნახევარი საქართველო ჩამოვიდა თავშესაფრის ძებნის ხვეწნით ესპანეთში.
ახლა უამრავი ადამიანი ითხოვს სამშობლოში დაბრუნებას.
შეგიძლიათ ასეთებმა უპასუხოთ კითხვას – რატომ გინდათ ახლა ამ საშინელი პანდემიის დროს საქართველოში დაბრუნება?

ქვენ არ იყავით ცოტა ხნის წინ რომ ,,მოიძულეთ” სამშობლო და ჩამოხვედით აქ?

თუ ვინმეს გონია რომ ამით სამშობლოს უცხადებს მხარდაჭერას ძალიან ცდება.

12 წელია ვცხოვრობ ესპანეთში(არ ჩავბარებულვარ და წვალებით მოვდივარ აქამდე ჩემი ოჯახით) და წლებია უკვე სული მელევა საქართველოში დაბრუნებაზე. ბევრჯერ ჩავალაგე ბარგი ოცნებაში და წავედი სამუდამოდ, მაგრამ ჯერ კიდევ აქ ვარ. შვილის გამო, რომელიც აქ დაიბადა. ამდენი წლის მერე ქმარს ჯერ კიდევ საბუთუ არ აქვს. სიზმარში ვხედავ დაბრუნებას, იქ ჩემს ქალაქს, ეზოს, სახლს, ჩემი უბნის საყვარელ ადგილებს. ნოსტალგიაში მხდება სული რასაც ქვია. მაგრამ ამ გაგანია პანდემიის დროს აზრადაც არ მომსვლია გავიქცე აქედან და დავიკიდო ფეხებზე ის ფაქტი, რიმ ერთ-ერთ ყველაზე დაინფიცირებული ქვეყნიდან წავალ, არც მომაფიქრდება დავარღვიო წესები, რომლებსაც გვთხოვენ ყოველ დღე ყველა სატელევიზიო პროგრამიდან, ყველა რეკლამიდან, ინტერნეტში არსებული რეკლამებიდან რომ ვიყი სახლში. სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ჰუმანურობა, კაცთმოყვარეობა მომიწოდებს, რომ ვიფიქრო ჯერ ჩემს ოჯახზე და მერე სხვა მოქალაქეებზე, რომ დავიცვა თავი, დავიცვა სხვებიც.

არ დავბრუნდები ახლა იმ ქვეყნიდან სადაც 65 000 დაინფიცირებულია და სადაც ყოველდღიურად 100-ობით ადამიანი კვდება.
არ დავბრუნდები იქ, სადაც 70 დაინფიცირებულია მარტო და მადლობა ღმერთს არც ერთი გარდაცვლილი. არ ვიქნები ეგოსტი, უპასუხისმგებლო, უგვანო და არ ჩავუტან ხალხს ვირუსს. არამედ დავეგდები იქ, სადაც აქამდე ვიყავი.
მექნება იმდენი ადამიანობა,ინდენი პასუხისმგებლობა, რომ სულ ცოტათი გავანძრიო ტვინი და ავიღო ის ჩემი წილი პასუხისმფებლობა თავზე, რაც მევალება მორალითაც და კანონითაც.

სირცხვილია უბრალოდ ასე დაიკიდო საკუთარი ქვეყანა და ხალხი. არ უნდა გახსნას საქართველომ საზღვრები და არ შეუშვას არავინ წესით!
ყველა ქვეყანას რომ ასე ექნა დროულად, დღეს მსოფლიო პანდემიასთან არ გვექნებოდა საქმე.

#დარჩი_იქ_სადაც_ხარ

#quedate_en_casa”