ანიტა რაჭველიშვილი – „მე თვითიზოლაციაში ვარ და უფალთან საუბარი სახლიდანაც შემიძლია“

ანიტა რაჭველიშვილი - „მე თვითიზოლაციაში ვარ და უფალთან საუბარი სახლიდანაც შემიძლია““ძალიან გთხოვთ აგრესიული რელიგიური ფანატიკოსები და არაადეკვატები ნურც გაირჯებით წერით რადგან დაიბლოკებით!
იწყევლებით და იგინებით ქროსტიანობის სახელით!
მაგ ბოროტების მოსმენას არ ვაპირებ!
მე თვითიზოლაციაში ვარ და უფალთან საუბარი სახლიდანაც შემიძლია,სანთლის დანთება სახლშიც შემიძლია და სხვას არ ვაგინებარ ვწყევლი და არ განვიკითხავ!
ამ ვირუსმა ათასობით ადამიანი შეიწირა უკვე და არ გვაწყენდა ყველას რომ ცოტა თავი ხელში ავიყვანოთ და უბრალოდ სახლში ვილოცოთ!
პროდუქტებს კი რაც შეეხება მეშვიდე დღეა სახლში ვართ და გლოვოს მოაქვს რამოდენიმე დღის სამყოფი საჭმელი. არაფერს არ ვიმარაგებთ და დახლებს ცარიელს არ ვტოვებთ. ასევე არ ვრისკავთ რიგში დგომას სადაც რატომღაც ხალხი არც ფიქრობს დისტანციის დაცვას!
დაიცავით საგანგებო მდგომარეობის დადგენილებები და ყველაფერი კონტროლირებადი იქნება!
ჯანმრთელობას გისურვებთ!”, – წერს ანიტა რაჭელიშვილი სოციალურ ქსელში.