ბაია პატარაია – ანუკი არეშიძე მილანიდან ფოტოებს აფრიალებდა ინსტაგრამზე და 1 დღე არ მჯდარა თვითიზოლაციაში

ბაია პატარაია - ანუკი არეშიძე მილანიდან ფოტოებს აფრიალებდა ინსტაგრამზე და 1 დღე არ მჯდარა თვითიზოლაციაშიკორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში იტალია წამყვან პოზიციაზეა. ამიტომ იტალიიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს საზოგადოება სიფრთხილით ხვდება. ასე მოხდა თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლის ანუკი არეშიძის შემთხვევაშიც. ამჯერად ანუკი არეშიძის მილანში ყოფნას არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის ხელმძღვანელი ბაია პატარაია გამოეხმაურა.

„აგერ დიზაინერი ანუკი არეშიძე (კალაძის ცოლი) მილანიდან ფოტოებს აფრიალებდა ინსტაგრამზე თებერვლის ბოლოს და 1 დღე არ მჯდარა თვითიზოლაში. ჰოდა, რა ჰგონია თბილისის მერს და მის ოჯახს, რომ ქოცობა დაიცავთ კორონავირუსისგან? რა მაგალითს იძლევიან? თუ თვითიზოლაციის წესი ბობოლებზე არ ვრცელდება?
ზუსტად ასეთმა იდიოტურად თავდაჯერებულმა „დირეხტორმა“ მოსდო ვირუსი ხალხს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია წერს.

ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „პრაიმტაიმმა“ ანუკი არეშიძეს დაუკავშირდა და ჰკითხა – დაემთხვა თუ არა იტალიაში მისი ვიზიტი ეპიდემიის აფეთქებას, ან მიმართა თუ არა თვითიზოლაციის რეჟიმს.

ანუკი არეშიძის თქმით, მან იტალია ეპიდემიის გავრცელებამდე დატოვა, ამჟამად იმყოფება საქართველოში.

„მე თებერვლის შუა რიცხვებში ვიმყოფებოდი მილანში. მაშინ იქ არანაირი ეპიდემია არ იყო. რეკომენდაციით განსაზღვრული ყველა ვადა გასულია მას შემდეგ, რაც ჩამოვედი. ვარ სრულიად ჯანმრთელი, ვზრდი და ვუვლი ჩემს ოთხ შვილს. გმადლობთ, რომ დაინტერესდით“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ ანუკი არეშიძემ.