დავით დარჩიაშვილმა ფეისბუქში დაწერა:
“მთავარი არხი • Mtavari Arkhi შეგიძლიათ ამიხსნათ, რომ ვცდები (ვინ არ შემცდარა), შეგიძლიათ დაიკიდოთ, მაგრამ როცა ცხრასაათიანს ვუცდი და პირველ მესიჯად, დედის დღეს, ვიღაც უბედურის მიერ დედის მოკვლას მაცნობთ, ეს ცუდია. ეს გავს მაყურებლის ზომბირებას. იმედი მაქვს, ეს უნებურად მოგდით. ასეთი ფაქტები არანაირ კავშირში არაა ხელისუფლების დადანაშაულებასთან, რაც თქვენი და ჩემი(ც) სურვილია. იქვე იყო სიუჟეტი კანონიერი ქურდების ნაშიერთა ძალადობრივ ქმედებებზე. ეს, დიახაც, ხელისუფლების ბრალია. მაგრამ მანიაკების ქმედებებით მაყურებლის დაზაფვრას ეგებ შეეშვათ? თუ ასე საჭიროა დედის მკვლელი შვილის ამბავი, ეგებ სადმე შუაში შეაპაროთ. ვიმეორებ, ეს ატიპიური შემთხვევაა და ამით არ უნდა შემოდიოდეს ცხრასაათიანი მთავარი მაყურებლის ყურსა და გონში.”

