გია ხუხაშვილი – “იყო დრო, როდესაც მეც და გიორგი მარგველაშვილიც დაცვაზე და მძღოლზე კატეგორიულ უარს ვამბობდით”

გია ხუხაშვილი - "იყო დრო, როდესაც მეც და გიორგი მარგველაშვილიც დაცვაზე და მძღოლზე კატეგორიულ უარს ვამბობდით"გია ხუხაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“იყო დრო, როდესაც მეც და გიორგიც (მარგველაშვილი) კატეგორიულ უარს ვაცხადებდით მძღოლით და დაცვით გადაადგილებაზე, მიუხედავად იმისა რომ ერთი კაცი ამას მოითხოვდა და ხიფათიც ბევრად უფრო რეალური იყო, ვიდრე დღეს. იგივე პერიოდში, ჩვენზე ბევრად ნაკლები ე.წ. “სტატუსის” მატარებელი პატარა კაცები ყველაფერზე მიდიოდნენ ამ “პრივილეგიის” მოსაპოვებლად.
დაუმსახურებელი პრივილეგია საბოლოოდ რყვნის და რეალობას აკარგვინებს ადამიანს. მისი დაკარგვა კი ნამდვილი ტრაგედია და პარანოიდალური შიშების წინაპირობა ხდება.
მარგველაშვილისთვის ეს არ იქნება პრობლემა.
ეს იქნება პრობლემა იმათთვის, ვინც დღეს დაუმსახურებლად სარგებლობს ამ “სიკეთით” და ხვალ წაერთმევა.
მე მაინც წინასწარ დავამშვიდებ – როცა ძალიან შეეშინდებათ, მინდა გააცნობიერონ, რომ ისინი არც დღეს სჭირდებათ არავის (გარდა ერთი კაცისა) და არც ხვალ დასჭირდება…”