“გუდაურში, რესტორან მთვრალ ალუბალში, დადიოდნენ ჩეხი ტურისტები, რომელთაგან 3-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა”

"გუდაურში, რესტორან მთვრალ ალუბალში, დადიოდნენ ჩეხი ტურისტები, რომელთაგან 3-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა"გუდაურის რესტორანი “მთვრალი ალუბალი” ფეისბუქში წერს:

“ძვირფასო სტუმრებო,
დღეს დაგვირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შეგვატყობინეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩამოვიდა 6 ჩეხი ტურისტი, რომელთაგან 3-ს დღეს აღმოაჩნდა კორონა ვირუსი. ამ ტურისტებმა გამოკითხვის დროს აღნიშნეს, რომ თავიანთი ვიზიტის განმავლობაში ყოველ დღე დადიოდნენ რესტორან მთვრალ ალუბალში Mtvrali Alubali . Drunk Cherry

ჩვენ ყველანი ვართ თვითიზოლაციაში , რესტორანი დაკეტილია , 2 ჩვენი თანამშრომელი მაღალი სიცხით ელოდება კატასტროფის ბრიგადას …

ვინც ამ დღეებში იყავით მთვრალ ალუბალში, გთხოვთ იზრუნოთ თქვენს და თქვენი გარშემომყოფების ჯამრთელობაზე, გთხოვთ, რომ მიმართოთ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას…

იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არავის არაფერი არ აღმოგვაჩნდება …

გისურვებთ ჯანმრთელობას ❤️”