“პირველი პოლიტპატიმარი თავისუფალია” – წერს ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელი, გურამ ჩალაგაშვილი სოციალურ ქსელში.
“პირველი პოლიტპატიმარი თავისუფალია. მართალია აღმკვეთი შეეცვალა და გირაოთი განთავისუფლდა, მაგრამ ჩვენი ბედნიერებისთვის ესეც საკმარისია დღეს.
ნავსი გატყდა. მინდა მჯეროდეს, რომ ივანიშვილს ჰყავს ახალი მრჩეველი, რომელიც აზროვნებს.
მადლობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და სრულიად ოპოზიციურ სპექტრს. ეს გამარჯვება თქვენი დამსახურებაა.
დარჩა ოთხი. ირაკლი ოქრუაშვილი, ბაჩო თამლიანი, გიგი უგულავა და გიორგი რურუა.
იმედია ძალიან მალე ჩვენი ყველა თანამებრძოლი იქნება თავისუფლებაზე და სრული შემართებით ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს ბედნიერი მომავლისათვის.
მადლობა კობა კოშაძეს გამძლეობისა და გაუტეხელობისათვის!
ჩვენგავიმარჯვებთ! თავისუფლებაპოლიტპატიმრებს!” – წერს გურამ ჩალაგაშვილი.

