“იტალიელები ყველაზე ფეხებზემკიდია ხალხია, უნდა მოვიქცეთ ჩინელებივით და გერმანელებივით”

"იტალიელები ყველაზე ფეხებზემკიდია ხალხია, უნდა მოვიქცეთ ჩინელებივით და გერმანელებივით"მამუკა გამყრელიძემ ფეისბუქში დაწერა:

“შედარებისთვის.
გემზე Diamond Princess რომელზეც კარანტინი გამოცხადდა, დაავადებულთა რიცხვი 696 ადამიანია. დაიღუპა 7 ანუ 1%. ეს ხდება გემზე, დახურულ სივრცეში სადაც კონტაქტისგან თავის არიდება რთულია.
იტალიაში 5% !!! ირანშიც კი 3%-ია. ჩინეთში 2.5% და სხვა ქვეყნებში კიდევ ნაკლები.
იტალიელები ყველაზე არაორგანიზებული და ფეხებზემკიდია ხალხია, ვინც კი მინახავს. ქართველებს გვანან ძალიან.
საპანიკო არაფერია და სტატისტიკა ამაზე მეტყველებს, ოღონდაც უნდა მოვიქცეთ ჩინელებივით და გერმანელებივით და არა იტალიელებივით.”