“იტალიელებმა მადლობა მითხრეს, რომ არ გავიქეცი ამ დიდი საშიშროების დღეს”- რას ფიქრობს იტალიაში ქართველი ემიგრანტი

"იტალიელებმა მადლობა მითხრეს, რომ არ გავიქეცი ამ დიდი საშიშროების დღეს"- რას ფიქრობს იტალიაში ქართველი ემიგრანტიიტალიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა ანა გიორგაძემ ფეისბუქში დაწერა:

“იტალია მთელი მსოფლიოსთვის ერთადერთი ქვეყანა საოცარი ხალხით. დიდი დრო არ არის, რაც აქ ვარ და ვცხოვრობ მათ გვერდით. დახმარების ხელი არაერთხელ გამოუწვდიათ ჩემთვის. ცდილობენ, არ ვიგრძნო თავი, როგორც ვიღაც ჩამოსულმა. ახლა, ჩაკეტილობის დროს მწერენ და მირეკავენ, რომ გარეთ არ გავიდე ..

მაგრამ კულმინაცია იყო დღეს, მადლობა მითხრეს, რომ არ გავიქეცი ამ დიდი საშიშროების დღეს და მათთან ერთად ვარ. გმირი არა ვარ,ათასეულობით არიან აქ ,როგორც მე, ჩვენი მიზეზით წამოსულები.ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად.
პირიქით,მადლობა იტალია.
მალე ყველაფერი კარგად იქნება????”