ლელა ყურაშვილმა ფეისბუქში დაწერა:
“- ჩიგოგიძე!
– ონლაინ ვარ, მასწავლებელო!
– კალანდაძე!
– აგერ ვანათებ მასწავლებელო!
– სიხარულიძე!
– ვინდოუსი აქვს გადასაყენებელი, მასწავლებელო, და ჭყონიამ,
ცენტერაძემ,ბურჭულაძემ, ქორიძემ, ნინიძემ და ღლონტმა თიმ ვიუერი ჩაურთეს.
– მთელი კლასტი ვერ ჩაერთეთ? – იკითხა გულჩვილმა მასწავლებელმა.
– სერვერზე თიმ მემბერისთვის ფრი სფეისი აღარ დარჩა, თორემ ჩავერთვებოდით
– ვაშალომიძე, ვაშალომიძე, ვა-შა-ლო-მი-ძე! – ყვირის მასწავლებელი და მაუსს ხაოზე ურტყამს.
– აქ ვანთივარ, პატივცემულო მასწავლებელო!
– მასეთი ნათება და ოფლაინ ყოფნა ერთი და იგივეა!
– ონლაინ-ოფლაინ, საკითხავი აი ეს არის!”

