მალხაზ მაჩალიკაშვილი – სალომე ზურაბიშვილია ქართველი და მე არ ვარ ქართველი?!

მალხაზ მაჩალიკაშვილი - სალომე ზურაბიშვილია ქართველი და მე არ ვარ ქართველი?!პანკისის ხეობაში, სუს-ის ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ საპრეზიდენტო გამოსვლას ეხმაურება და საქართველოს პრეზიდენტს „ქართველობაში გაჯიბრებას“ სთავაზობს.

„მართლა მეცოდება ეს ადამიანი. ქართულად საუბარში გავეჯიბრებოდი. აბა ეს არის ქართველი და მე არა ვარ ქართველი?! – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მეორე წლიური ანგარიშით გუშინ, 4 მარტს წარსდგა.