ექიმმა ეკა ნაფეტვარიძემ მიიღო კორონავირუსით დაავადებული პირველი პაციენტი და მანვე გაუშვა სახლში გამოჯანმრთელებული

ექიმმა ეკა ნაფეტვარიძემ მიიღო კორონავირუსით დაავადებული პირველი პაციენტი და მანვე გაუშვა სახლში გამოჯანმრთელებული“მან მიიღო კორონავირუსით პირველი დაავადებული პაციენტი და მანვე გაუშვა სახლში გამოჯანმრთელებული” – ინფექციურის ექიმის ფოტო სახეზე ეკიპირების ნაკვალევით
ინფექციონისტი ეკა ნაფეტვარიძე ის ექიმია, რომელმაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი მიიღო და როგორც ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გიორგი ბერიძე ამბობს, მანვე გაწერა პირველი პაციენტი სახლში გამოჯანმრთელებული.

“ეკას გვერდით პროფესიონალთა გუნდი დგას, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით. კიდევ არაერთი მედიკოსის ასეთ ფოტოს იხილავს საზოგადოება”, – დაწერა გიორგი ბერიძემ.