ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ პარიზიდან ჩამოფრინდა, სავალდებულო კარანტინში გადაიყვანეს. ამის შესახებ გეგუჩაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, საკარანტინო პერიოდს კახეთში, თელავში გაივლის.
“პარიზიდან ჩამოვფრინდი. ფაქტიურად თვითმფრინავში გავიგე, რომ სავალდებულოა კარანტინი, მაგრამ ვერანაირ პრობლემას ამაში ვერ ვხედავ. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ ისედაც დასტრესილ გარემოში, ნამგზავრ ადამიანს რომ არ პასუხობენ ექიმები აეროპორტში. უფრო სამწუხაროა, რომ ირონიულებიც კი არიან.
მაგრამ ძალიან დიდი მადლობა პოლიციელებს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, შეგვიმსუბუქონ მდგომარეობა. ძალიან თბილად გვეკონტაქტებიან და ყველანაირად ცდილობენ, როგორც კი რამე ახალი ინფორმაცია ექნებათ, მოგვაწოდონ, რასაც ვერ ვიტყვით მედპერსონალზე” – წერს გეგუჩაძე.
მის პოსტს ბაბუამ ზურაბ ჟორჟოლიანმა შემდეგი კომენტარით უპასუხა: “ყველასთვის სავალდებულოა კარანტინი ბაბუ, ეგ არი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ორი კვირა მალე გაივლის, მწვადებს და პურმარილებს არ მოგაკლებთ”.
ამბები

