”მეგობარმა ბებიის გარდაცვალება არ გვითხრა, პანაშვიდზე საფრთხე რომ არ შემექმნა თქვენთვისო” – რას წერს ნინო ლომჯარია

”მეგობარმა ბებიის გარდაცვალება არ გვითხრა, პანაშვიდზე საფრთხე რომ არ შემექმნა თქვენთვისო” - რას წერს ნინო ლომჯარიანინო ლომჯარიამ ფეისბუქში დაწერა;

”ჩემ მეგობარს და კოლეგას ბებია გარდაეცვალა, არ გვითხრა მეგობრებს და რომ დაკრძალა შემდეგ გვითხრა, პანაშვიდზე მოხვიდოდით და საფრთხე რომ არ შემექმნა თქვენთვისო… ჩემ მეორე კოლეგას და ახლობელ ადამიანს დედა გარდაეცვალა, ახლა ვესაუბრე და სოფელში გადავასვენე, მეზობლებისთვისაც არ მითქვამს, 10 კაცი დავკრძალავთო…

მე ასე მესმის ქრისტიანობა – სხვაზე ზრუნვის გამო საკუთარი ტკივილისაც და სურვილებისაც უკან დაყენება…”