საქართველოში “COVID-19”-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 73-ს მიაღწია

საქართველოში "COVID-19"-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 73-ს მიაღწიასაქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რიცხვმა 73-ს მიაღწია. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

სამი ახალი პაციენტიდან ერთის მოგზაურობის ისტორია საფრანგეთს უკავშირდება, ხოლო ორის – ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ყველა დაფიქსირებული შემთხვევა და მათ შორის, სამი ახალი, იმპორტირებულია.

„ჩვენთან ვინც წევს, ყველა შემთხვევა შემოტანილია, იმპორტირებული შემთხვევაა ჯერჯერობით, არ ვიცი როგორ შენარჩუნდება ქვეყანაში, მაგრამ კრიტერიუმი, დაავადების შესაძლო შემთხვევის განმარტებად რჩება მოგზაურობის ისტორია და კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან. ყველა პაციენტი ვინც ჩვენთან თავსდება, მათი ღრმა გამოკითხვით დგინდება, რომ იყო თვითიზოლაციაში. ნებისმიერის მდგომარეობა მართულია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური აწარმოებს ეპდემიოლოგიური კონტაქტების გამოკვლევას. მოხდება ყველა კონტაქტის გამოკვლევა და გადწყვეტილებების მიღება მოხდება შესაბამისად“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირების 73 შემთხვევიდან, 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ცნობისთვის, კარანტინის რეჟიმშია 4 055 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 252.