თაკო ჩარკვიანი – „ხელისუფლებავ! აბა ახლა კარგად მომისმინეთ… დაუბრუნეთ ხალხს ნაძარცვი!“

თაკო ჩარკვიანი - „ხელისუფლებავ! აბა ახლა კარგად მომისმინეთ... დაუბრუნეთ ხალხს ნაძარცვი!“თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ხელისუფლებას მიმართავს.

„ხელისუფლებავ!!!!! აბა ახლა კარგად მომისმინეთ! ეს დღეებია, კარგის მეტს და მადლობის მეტს არაფერს ვწერ, რაც უპირველესად ექიმების საოცარმა, ვირტუოზულმა ოსტატობამ და დავდადებამ განაპირობა და არ დავიღლები მადლობის თქმით!

თქვენ ხელისუფლებას, ძალიან კი ნუ გაგიტკბათ ეს ქათინაურები, მოსახლეობას ძალიან უჭირს, ვისაც (უმეტესობას) მსხვილ ბიზნესმენებს, ვისაც წესიერი ბიზნესი ჰქონდა ამ თქვენი უნიათობით ამ 8 წლის მანძილზე და დოლარის ინფლაციით გაკოტრებულები არიან, ხოლო მშვენივრად გრძნობენ თავს “ტიპები” ვინც ბიუჯეტიდან თანხას იპარავდა ან “მაღალჩინოსნები“ უკეთებდნენ სახურავს, ამიტომ ვყვიროდით გარკვეული ადამიანები, რომ კორუფცია ღმუის და ერთი საწარმო არ გაგიკეთებიათ-თქო და ნებისმიერ ასეთ კრიტიკას მმართველი პარტიის “ტროლ- ბოტთა” არმიის ღვარცოფი მოჰყვებიდა – გაძარცვულია ქვეყანა და სახელმწიფო და კეთილი ინებეთ და ხალხს კი ნუ აყვედრებთ თავიანთ კუთვნილ ფულს არამედ დააბრუნეთ უკან, წაღებული თანხები!

700 მილიონიო, 900 მილიონიო, 400 მილიონიო, (პრესკონფერენციები გვახსოვს ივანიშვილის) ნაძვის ხეებში და სისულეებში გათეთრებული ფული – სახელმწიფოს ასე გაუჭირდება აბა რა, წლებია უკვე რამდენიმე კაცის ბეღელია, აბა დააკვირდით კავკასიის სამი ქვეყანა: ჩვენი ვალუტა გაუფასურდა 30 პროცენტით, სომხეთში 3 პროცენტით, ხოლო აზერბაიჯანში 1 პროცენტით. აი ასე გვექცევა ჩვენი ოლიგარქიული მთავრობა, 200 მილიონს მანიპულიაციებით-ინფლანციით მოიპარავს, პენსიონერების ჯიბეში ჩაყოფს ხელს და მერე დაგვაყვედრის ვითომ ქველმოქმედება ჩაიდინა ხალხის წინაშე! ეს მაიმუნობა თაღლითობა უნდა დასრულდეს!

ბოლო ორ თვეში არა ნაკლებ 300 მილიონი მოიხსნა ამ სავალუტო მაქინაციებში, ჰოდა , ჯერ გაგვარკვიეთ და მერე დააყვედრეთ ხალხს საკუთარი ფული და ილაპარაკეთ ქველმოქმედებაზე!!!!!! მსოფლიო ისტორიაში ალბათ არ მოიძებნება მაგალითი იმისა, რომ ,როცა ხალხი გეღუპება და მმართველი პარტიის “ ლიდერი” ხეებს დააპროწიალებს! მომინდომეს გაჭირვებული და გაძარცვული ხალხისგან მადლობა ამ ბიუჯეტის სამარცხვინო “მომპარავებმა”!!!!

სახელმწიფო-ჯარი, ფული, და ხალხია – აბა რომელს უფრთხილდებით?! ხალხი -გაჭირვებულ გაძარცვული, “ჯარი-არ გვყავს და არც გვეყოლებაო” “ მთავარსალდალმა – პ-რეზიდენტმა თქვა და ფული – კი , ან გააუფასურეთ ან მუთაქაში წაიღეთ, დღეს კიდევ მადლობა ვუთხრათ ივანიშვილს და მის “კუდებს” – ზოგიერთ 30 წლიან ნათაღლითარ ვითომ ოპოზიციონერებს????? !!!!!! ხალხს დაუბრუნეთ ნაძარცვი!” – წერს თაკო ჩარკვიანი.