“ვიქნებით ეზოში მე და მატილდე, პროდუქტებზე ჯაკომო ივლის…” – როგორ ცხოვრობს იტალიაში ქართველი მომღერალი

"ვიქნებით ეზოში მე და მატილდე, პროდუქტებზე ჯაკომო ივლის…" - როგორ ცხოვრობს იტალიაში ქართველი მომღერალიიტალიაში მცხოვრები ოპერის ქართველი მომღერალი თეონა დვალი, ისევე როგორც კარანტინში მოქცეული ქვეყნის სხვა მაცხოვრებლები, ცხოვრების წესს იცვლის. როგორც მომღერალი „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, მის ქალაქში ჯერ კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ყველა საჭირო ზომას მიმართავს და ფრთხილობს.

თეონა დვალი: – ცენტრალურ იტალიაში, ქალაქ ფაბრიანოში ვცხოვრობ. მე და ჩემი ქალიშვილი მატილდე სახლში ვართ გამოკეტილები, გარეთ არ გავდივართ. დავითხოვე ყველა დამლაგებელი და ძიძა. ჩვენს ქალაქში ჯერ არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა საბედნიეროდ, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. აქამდე პროდუქტებზე ძირითადად მე დავდიოდი, მაგრამ დღეიდან ჩემი ქმარი, ჯაკომო ივლის. ქალაქში პანიკა არ არის. მაგრამ ჩვენ ზედმიწევნით მივმართავთ ყველა საჭირო ზომას. სახლში შემოსვლისას მთლიანად ვიცვლით ტანსაცმელს და ანტიბაქტერიული სითხით ვიწმენდთ ხელებს.

საბედნიეროდ, ეზოიან სახლში ვცხოვრობთ და დღეიდან ბავშვის პარკში წაყვანისგანაც შევიკავებ თავს. ეზოში გავიყვან. აქამდე პარკებში ვსეირნობდით. ჩვენი სახლის გვერდით ორი დიდი პარკია. დღეიდან იქ გასვლასაც მოვერიდები. და ვიქნებით ეზოში მე და მატილდე… და ჩემი ძაღლი ბერტო.

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემი საყვარელი იტალია მსგავს დღეში ჩავარდა. იმედი მაქვს, მალე დავაღწევთ თავს ამ სიტუაციას. ვფიქრობ, იტალიაში გვიან მიმართეს გადამჭრელ ზომებს. მაგრამ იმედი მაქვს, ამ საშინელი ვირუსის გავრცელებას შეაჩერებენ.

– ოპერას ჯერ არ დაბრუნებიხარ?

– ვმეცადინეობ, ნელ-ნელა ვუბრუნდები საქმეს. მაგრამ ყველაფერი მეორეხარისხოვანია, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება.