ზვიად კუპრავა გია ვოლსკის დაკითხვას მოითხოვს

ზვიად კუპრავა გია ვოლსკის დაკითხვას მოითხოვსზვიად კუპრავა გია ვოლსკის დაკითხვას მოითხოვს.

ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა:

”ხვალ ოფიციალურად მოვითხოვ საგამოძიებო ორგანოსგან ჩემი საქმის ფარგლებში დაიკითხოს გია ვოლსკი. როგორც ჩანს მას აქვს ინფორმაცია და იცის ჩემზე თავდამსხმელების სავარაუდო პირთა წრე.
რაც შეეხება გამოძიებას..

1. არსებობს როგორც შემთხვევის ადგილის მიმდებარე, ასევე დიღმის მასივიდან სახლამდე ჩემი მოძრაობის მარშუტის კამერების ჩანაწერები.
2. არსებობს ბოთლი, (ბოთლის ყელი) საიდანაც შეიძლება ანაბეჭდების აღება.
3. არსებობს თავდამსხმელების სავარაუდო აღწერილობა. და
4. ტელეფონი, რომელიც თავდამსხმელებმა წაიღეს თავდასხმის შემდეგ.
მესამე დღე გადის და შედეგი 0.
ხვალ მივდივარ საგამოძიებო ორგანოში. გავეცნობი საქმის მასალებს.
ყველა დეტალი იქნება საჯარო!”