გურამ ჩალაგაშვილი – “ლავრენტი მაღლაკელიძის მსგავსი ვიგინდარა ვერ ვიქნები ვერასდროს”

გურამ ჩალაგაშვილი - "ლავრენტი მაღლაკელიძის მსგავსი ვიგინდარა ვერ ვიქნები ვერასდროს"გურამ ჩალაგაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“სამი შვილი მყავს და მთელი ცხოვრება იმას ვფიქრობ, ისე ვიარო ამ ჩემს დუნიაზე, რომ ნოდარ დუმბაძის დანაბარებს არ ავცდე და ჩემი სახელი და გვარი, მხოლოდ საფლავის ქვაზე არ დარჩეს დაწერილი.
არც მომიწყვეტია, არც ვწყვეტ და ალბათ არც ან ვერც მოვწყვეტ ვარსკვლავებს. არც მაქვს ამის ამბიცია და ან რატომ უნდა მქონდეს მაგასაც ვერ ვხვდები, მაგრამ ერთი ვიცი და ვიცი ზუსტად, რომ ლავრენტი მაღლაკელიძის მსგავსი ვიგინდარა, ბოდიში და ვირისშვილი და ხელფას/პრემიის გამო ყველაფერზე ხელის მომწერი არ და ვერ ვიქნები ვერასდროს.
P.S. ოქრუაშვილი კაცია და შენ “ჩემო” ლავრენტი?”