
რატომ არ აქვს ოქრუაშვილს ოჯახთან დარეკვის უფლება? რატომ ერთხელაც არ მოიკითხა საპატრიარქომ პატიმარი ოქრუაშვილი, რომელიც ერთ დროს მათთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა? ამის შესახებ ”გამარჯვებული საქართელოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
”იონათამიშვილი აპირებს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვას.
იმან, ტიკ-ტოკის მეფემ, ნიცშე გადაფურცლა და არ ეთანხმება.
ეს ჩვენი ლენჩი მთავრობა ზელენსკის გადაწყვეტილებამ გამოაღვიძა.
ახლა ვოლსკი გამოხტება და შემორფინებული სიფათით იტყვის, რომ ოქრუაშვილს სწორად მიუსაჯეს ხუთი წელიო.
სულმახინჯი წულუკიანი ვერ ხსნის, თუ რატომ არ აქვს ოქრუაშვილს დარეკვის უფლებაც კი.
ნუ ამაზე მდინარაძე გამოსრიალდება და იტყვის, რომ რვა წლიანი მინისტრის გადაწყვეტილება, არ ექვემდებარება გადახედვას.
საპატრიარქო, რა თქმა უნდა, ხმას არ ამოიღებს. მაგათ ოქრუაშვილი, როგორც მინისტრი, ისე უყვარდათ. აბა ახლა “ვიღაც” პატიმარი რა მოსაკითხია.
ასეა ეს. მთავრობას თავისი ხმები ანაღვლებს, საპატრიარქოს მისი მიწები და ხალხი ყველას ცალ ფეხზე ჰკიდია.
P.S. ახლა ამ ორი ინსტიტუტის უფლებადამცველები ნუ გამოხტებით და თქვენს ტროლებს ნუ შეაწუხებთ დიდად. ეს სიმართლეა და თუ არ გესიამოვნათ, სახლებში მოინელეთ და თუ მაინდამაინც, დაუჯერეთ დედაქალაქის მერს და მთაწმინდიდან…”

