იტალიაში მომუშავე ქართველი ექიმი სოციალურ ქსელში სახელით irina iri აქვეყნებს სტატუსს, თუ რა გადაიტანა მან, იტალიის სამედიცინო მუშაკებთან ერთად, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და აქვეყნებს ფოტოს, სადაც სპეცეკიპირებითაა გადაღებული.
გთავაზობთ მის სტატუსს:
,,არ მიყვარს ჩემი პირადი ცხოვრების და სამსახურის შესახებ ” ლაი ლაი” , მაგრამ უნდა დავდო ეს სურათი, რათა წარმოდგენა შეექმნას ყველას ვინც სახლში არ რჩება, როგორ და რა პირობებში გვიწევს მუშაობა, ვინც პირველ ხაზზე ვართ ინფიცირებულთა დასახმარებლად… აი, ასე შეფუთული, მოძრაობაშეზღუდული, ოფლში რომ იწურები მინიმუმ 7 საათის განმავლობაში, წყალს რომ არ სვამ ორი საათით ადრე, ვიდრე ამ აღჭურვილობით “შეიმოსები”, რადგან იცი, რომ სანამ არ გაიხდი საპირფარეშოში ვერ გახვალ, ყელი რომ გიშრება წყურვილის გამო, სახეზე ოფლი რომ ჩამოგდის და ვერ იწმენდ და კიდევ რა ჩამოვთვალო, არ ვიცი. მოკლედ, ერთი სული რომ გაქვს, შემცვლელი ცვლა როდის მოვა, რომ იმ ჯოჯოხეთიდან გაიქცე… აი, ასეთ პირობებში გვიწევს მუშაობა. რა თქმა უნდა, ბევრი გადარჩება უფლის წყალობით, ზოგიც ვერ შეძლებს. უბრალოდ, მე იმის თქმა მინდა, როდის უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი? აქ იტალიაში, ნელ-ნელა ლაგდება სიტუაცია, საქართველოში კი, ახლა იწყება ის, რაც აქ უკვე გამოვიარეთ….. ხალხო დარჩით სახლში, ილოცეთ სახლში…. ეს ისეთი საშინელი ვირუსია არავის ინდობს… იყავით რეალისტები…. ღმერთმა მოგვცა აზროვნების უნარი და საღად უნდა გამოვიყენოთ…”
ფორტუნა

