ხათუნა ხოფერია – “დღეს მძიმე ოთხშაბათია! დღე ქრისტეს 30 ვერცხლად გაყიდვის! ხომ არ გღალატობ, უფალო? არ ვიცი… და ეს მაწუხებს….”

ხათუნა ხოფერია - "დღეს მძიმე ოთხშაბათია! დღე ქრისტეს 30 ვერცხლად გაყიდვის! ხომ არ გღალატობ, უფალო? არ ვიცი... და ეს მაწუხებს...."ხათუნა ხოფერიამ ფეისბუქში დაწერა:

“გუშინ, მთელი დღე, ჩემს მეგობრებს ვესაუბრებოდი. არა, ვეკამათებოდი. გვიან ღამემდე ვკითხულობდი თქვენს, ჩემო კეთილო ხალხო, პოსტებს. მერე, ღამის სიჩუმეში, ყველა ემოცია, არგუმენტი, რჩევა და თხოვნა თავიდან გავიაზრე და, გადავწყვიტე!
დავრჩები სახლში!
შევუთანხმდები ჩემს მეზობლებს, გავალთ ეზოში და შევეგებებით ქრისტეს აღდგომას!
არ მიცხოვია მე ვინმეს ჯინაზე, არც ვინმეს დასაჩაგრად და ვინმესთვის დასანახად გამიკეთებია მნიშვნელოვანი არჩევანი! არც ახლა მოვიქცევი ასე!
რა უნდათ საქართველოს მტრებს?
დაპირისპირებული მრევლი, ორად გახლეჩილი სინოდი, დაუძლურებული ქართული ეკლესია, დასუსტებული და ხალხის ნდობადაკარგული ჩვენი პატრიარქი!
რა არის დღეს ძლიერი და ერთიანი ქართული მართლმადიდებლური ავტოკეფალია?!
ეს არის ეკლესია, სადაც, წირვა-ლოცვა ქართულად აღევლინება! სადაც ამბიონზე ჩვენი ტკბილი ილია მეორე დგას და ჩვენთვის ლოცულობს! სადაც, ზარები ყველა სამრეკლოდან რეკავენ! სადაც, სტიქარში შემოსილი ჩვენი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები ეკლესიურ ცხოვრებას მხარში უდგანან! სადაც ჩვენს მონატრებულ მკვდრებს იხსენიებენ და სასუფეველს უმკვიდრებენ! სადაც ჩვენთვის და ჩვენს მაგივრად ლოცულობენ!
მათთვის, ვინც უნდა ეზიაროს და ამ დღისთვის მთელი წელი ემზადებოდა, საკურნებლად ყოფილიყოს ეს დიდი მადლი! ვინც განსაცდელშია, მათთვის შვებად და წამლად! სტიქაროსნებისთვის, მგალობლებისთვის, მორჩილთათვის ჩვენს ნდობად და მადლიერებად!
მთავარია, ყველაფერი ჩატარდეს მშვიდად და წესების დაცვით!
მთავარია, დაირეკოს სიხარულის ზარები და ჩვენი ლოცვა ზარების ხმასთან ერთად მისწვდეს უფალს და მთელი სამყაროს შეჭირვებაში მყოფთათვის გადამრჩენელად ყოფილიყოს!
ჩემი ქვეყნის კანონი და სამართალი უზენაესია! ისევე როგორც ღმერთი და ეკლესია!
დღეს მძიმე ოთხშაბათია! დღე- ქრისტეს 30 ვერცხლად გაყიდვის!
ხომ არ გღალატობ, უფალო?
ხომ არ ვტოვებ ბრძოლაში ჩემს მოძღვარს ან პატრიარქს?
არ ვიცი… და ეს მაწუხებს….
ერთი რამ კი ნამდვილად მჯერა, რომ პატრიარქის მიერ ჩატარებული სააღდგომო ლიტურგია ერის, ჩემი სამშობლოს, ყოველი მართლმადიდებელის სულისა და ხორცის საკურნებელი იქნება!
მიიღეთ, როგორც ჩემი ვედრება, ვაჟა – ფშაველას, დიდი ქართველისა და მამულიშვილის უკვდავი სიტყვები:

“ღმერთო,მიიღე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია,
არ დამეკარგოს გულიდამ მე შენი სახსოვარია!
– – – – – – – – – –

მფარავდეს შენი მარჯვენა,კაჯთა სამისლის შენისა,
სანამ არ მოვა დრო-ჯამი სულ ბოლოს ამოქშენისა.
სული შენ, ლეში- მიწასა, აღარა ვგლოვობ ამასა,
თევზი-წყალს, ცასა ვარსკვლავი, შვილი-დედას და მამასა.”

მიყვარხართ! ვრჩებისახლში!………………..”