მაგთი – “არ გადარეკოთ უცხო საერთაშორისო ნომერზე, თორემ დაზარალდებით!”

მაგთი - "არ გადარეკოთ უცხო საერთაშორისო ნომერზე, თორემ დაზარალდებით!"კომპანია “მაგთი” განცხადებას ავრცელებს და მომხმარებლებს აფრთხილებს – თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ.

განცხადებაში ნათქვამია:

“📣 აბონენტთა საყურადღებოდ!

მაგთიკომის აბონენტებთან დილიდან დაფიქსირდა გამოტოვებული ზარები შემდეგი საერთაშორისო ნომრებიდან,რომელთა საწყისი კოდებია:
338, 3246, 3490, 3705, 3712, 4367

ნომრები საერთაშორისოა და გადარეკვის შემთხვევაში აბონენტს ჩამოეჭრებოდა ზარის საფასური.
აღნიშნული მიმართულებები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ.”