მაცაცო თოხაძემ ფეისბუქში დაწერა:
“რასაც ახლა ვიტყვი, ვინც მიცნობთ, კი მიხვდებით, რომ შური არ მალაპარაკებს. უბრალოდ, მაძღარს რომ მშიერიც მაძღარი ეგონა, ეგ თემაა. ვინც კომფორტულ და დიდ სახლებში, დიდ ეზოებში ,,იტანჯებით”, ვისაც სახლში ჯდომაშიც ჩვეულებრივ გერიცხებათ ხელფასი, ვისაც დანაზოგი გაქვთ და არ შეგხებიათ კრიზისი, ვისაც ბანკის ვალი არ გაქვთ, ვისი შვილიც ისედაც 24 საათი მიჭიჭინებული იყო ეკრანს და ისევ 24 საათი მიჭიჭინებულია და არაფერი შეცვლილა მათთვის, ვისაც შვილი ეზოში ისედაც არ ჩაგყავდათ და არც ახლა ჩაგყავთ, ვისაც ავადმყოფურად გინდათ, რომ ოღონდ ქმარ-შვილი (ცოლ-შვილი ნაკლებად უნდათ) სახლში გეჯდეთ და მარტო ამით ხართ ბედნიერები, ვინც ისედაც არ ნახულობდით დედებს თვიდან თვემდე, მყავხართ ასეთები სამეგობროში და საახლობლოში და ნუ მიწყენთ, არცერთ თქვენგანს კონკრეტულად არ ვერჩი ❤ უბრალოდ, მინდა მოსალოდნელ საფრთხეზე გითხრათ, რომელიც თქვენც ისევე შეგეხებათ, როგორც სხვებს: გაჭირვებული კაცი, რომელსაც სახლში მშიერი შვილები ეყოლება, რომელსაც უცებ ამოეწურება სამთვიანი შეღავათი და ბანკი დაახრჩობს, რომელიც ყოველდღიური შემოსავლით ცხოვრობდა, რომელიც მიწას ამუშავებდა და ამ 1 თვის გულისთვის წყალში უნდა ჩაეყაროს მთელი შრომა და დარჩეს ულუკმაპუროდ, რომელსაც სხვა გზა არ ექნება, თავში როცა ჩაგარტყამთ, როცა გაგქურდავთ, როცა სახლში შემოგივარდებათ, როცა თქვენი მაძღარი შვილების ლუკმას თავის მშიერ შვილებს წაუღებს… აი, მაშინ, გამარჯობა 😊❤
სადაც გინდათ, იქ დარჩით მერე!”

