ნანუკა ჟორჟოლიანი – “ულუკმაპუროდ დარჩენილებისთვის 30.000 შევაგროვეთ, თითოს 1.000 მივცეთ თუ 500?”

ნანუკა ჟორჟოლიანი - "ულუკმაპუროდ დარჩენილებისთვის 30.000 შევაგროვეთ, თითოს 1.000 მივცეთ თუ 500?"ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაწერა:

“მეგობრებო, დამეხმარეთ რა გადაწყვეტილების მიღებაში.

გუშინ გადაცემაში თანხა შევუგროვეთ ულუკმაპუროდ დარჩენილ გარემოვაჭრეებს, მტვირთავებს.

30 ათასზე მეტია ანგარიშზე, რასაც სიმართლე გითხრათ არ ველოდით. და მილიონ მადლობას შემდეგ ოთხშაბათს გეტყვით ყველას, მაგრამ რა ჯობია.

1. 500 ლარი მივცეთ თითოეულ მათგანს, თუ

2. 1000 ლარი, მაგრამ ასე უფრო ცოტა ადამიანის დახმარებას შევძლებთ.

რატომ ვართ ამ დილემის წინაშე? გვინდა მათი პრობლემები რეალურად მოგვარდეს და ამიტომ ვფიქრობდით 1000 ლარის მიცემას, მაგრამ სიუჟეტებზე რომ ვიარეთ ისეთი გაჭირვება ვნახეთ მივხვდით, ბევრისთვის 500 ლარიც შვებაა ეხლა.

რადგან ფული თქვენია, თქვენ რას ფიქრობთ, როგორ ჯობია?”