ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ – “რეანიმაციიდან ლაივი არის სრული კატასტროფა”

ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ - "რეანიმაციიდან ლაივი არის სრული კატასტროფა"ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

“ტელეკომპანია რუსთავი 2 უკვე რეანიმაციიდან პირდაპირი კადრებით იწყებს კურიერს და კოვიდით მძიმედ დაავადებული პაციენტის ინტუბაციას გვაჩვენებს პირდაპირ ეთერში.

ჯერ ერთი, ამის ჩვენება (რაგინდ დაბლარული და დაფარული იყოს კადრები) და რეანიმაციიდან ლაივი არის სრული კატასტროფა ყველა კრიტერიუმით, და მეორე – იმ ვითარებაში, როცა მთავარ არხს ინტერვიუსაც არ გვაძლევენ ეპიდემიოლოგები (მთავრობის წევრებზე ვიღა საუბრობს), თავს რომ ოპოზიციურად აცხადებს (არავის კი არ ჯერა, მაგრამ მაინც) ის არხი, მთავრობის მიერ მკაცრად კონტროლირებული ზონიდან მკაცრად დახურულ სამედიცინო პროცედურას აჩვენებს პირდაპირ ეთერში. ცხადია, ეს ხდება პაციენტის თანხმობის გარეშე – რეანიმაციაში ინტუბირებული პაციენტი ვერანაირ თანხმობას რომ ვერ მიცემდა, მარტივად გასაგებია.

ზღვარი სად გადის ნეტავ?”