სოლიკო ხაბეიშვილის 80 წლის ქვრივმა გიული ურუშაძემ კოვიდ 19 დაამარცხა – „10 დღე-ღამე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გავიარე“

სოლიკო ხაბეიშვილის 80 წლის ქვრივმა გიული ურუშაძემ კოვიდ 19 დაამარცხა - „10 დღე-ღამე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გავიარე“

კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა შორის არის 80 წლის გიული ურუშაძეც.  იგი გახლავთ შევარდნაძის მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სოლიკო ხაბეიშვილის ქვრივი.

ქალბატონი გიული ე.წ. რომანოვების კლასტერს მიეკუთვნება, რადგან საშა რომანოვის ორმოცზე დაინფიცირდა.

გიული ურუშაძე სოციალურ ქსელში  სტატუსს აქვეყნებს და ქართველ ექიმებს მადლობას უხდის.

„მე ვარ 80 წლის და მე დავამარცხე კორონა ვირუსი. 10 დღე-ღამის განმავლობაში ურთულესი გზა გავიარე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. ჩემი გადარჩენისათვის, ჩემთვის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორს, პროფესორ ლევან რატიანს და მის არაჩვეულებრივ კოლექტივს, რომელის მუშაობასაც თვალს ვადევნებდი რეანიმაციაში ყოფნის დროს. ვხედავდი, როგორ პროფესიონალურად, თავდაუზოგავად მუშაობდნენ ისინი. მადლობა მათ! განსაკუთრებული მადლობა უმაღლესი კლასის პროფესიონალს, პროფესორ კახა ჭელიძეს იმ სითბოსა და გულისხმიერებისთვის, რომელიც მან გამოიჩინა ჩემს მიმართ.
მეგობრებო, გავუფრთხილდეთ ჩვენს არაჩვეულებრივ ექიმებს, ისინი ჩვენ გვჭირდებიან და ამიტომ დავრჩეთ სახლში.“ – წერს ქალბატონი გიული ურუშაძე.