სალომე ზურაბიშვილი ბოდიშს იხდის – “ჩემ ლანძღვას მივეჩვიე და ამით ვეღარ გამაკვირვებთ!”

სალომე ზურაბიშვილი ბოდიშს იხდის - "ჩემ ლანძღვას მივეჩვიე და ამით ვეღარ გამაკვირვებთ!"უკაცრავად გუშინდელი ჩემს უნებლიეთ შექმნილ აჟიოტაჟისთვის. მინდოდა გამეზიარებინა მართლაც უაღრესად მდიდარი ენის ნიმუში და საინტერესო ამონარიდი სულხან – საბა ორბელიანის ლექსიკონიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის გვერდზე წერს.

მისი განმარტებით, მას შექმნილ მძიმე დღეებში საზოგადოების განმუხტვა სურდა, რაც „გაუგებარი და სალანძღავი“ აღმოჩნდა.

„უკაცრავად გუშინდელი ჩემს უნებლიეთ შექმნილ აჟიოტაჟისთვის. მინდოდა გამეზიარებინა მართლაც უაღრესად მდიდარი ენის ნიმუში და საინტერესო ამონარიდი სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონიდან.

ამ მძიმე დღეებში მიმაჩნდა რომ ცოტაოდენ განმუხტვა გვჭირდებოდა და მინდოდა ბიძგი მიმეცა სხვისთვისაც საკუთარი წაკითხული წიგნიდან ასევე გაეზიარებინა რამე აღმოჩენა… თურმე ეს გაუგებარი ყოფილა და სალანძღავიც კი გახდა.

ეს არაფერი, ამას მივეჩვიე და ამით ვეღარ გამაკვირვებთ!

უფრო გასაკვირი აღმოჩნდა ის, რომ საკუთარი ქართული ენის გამო სულხან საბა გაილანძღა და ტელეგადაცემის უცნობი გმირიც გახდა. ეს კი თავისთავად კარგი შედეგია. ტელესკოლამ ეს უნდა აიტაცოს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

„საგიჟენი განიყოფებიან ათერთმეტად: შმაგად, ხელად, სულელად, ცოფად, ნაღვლიანად, რეგვნად, ტეტერად, შლეგად, შტერად, ფეთიანად, შეთიანად.

შმაგი არს სიგიჟით თავსაც თვისა ავნებდეს და სხვათაცა მავნებელ ექმნებოდეს;

ხელი არს, რომელი უცნობათ გარბოდეს, არცათა თვით იგვემებოდეს და არცა სხვათა ავნებდეს;

სულელი არს, რომელი არცა სრულიად ცნობა მიიღებულ იყოს და არცა სასარგებლო ჰქმნას რამე;

ცოფი არს გონება და ცნობა მოძარცული;

ნაღვლიანი არს, ოდესმე ცნობას იყოს და ოდესმე უცნობობასა;

რეგვენი არს, რომლელსაც სიბრძნე აკლდეს და მცირედ ხელურს იქმოდეს;

ტეტერი არს, რომელსა სიბრძნე არა აკლდეს, არამედ ხელურს რასმე იქმოდეს;

შლეგი არს არა ხელი, არცა ცნობა მიღებული, არამედ დაუცადებელად თავ-გაწირვით განუსვენებელი;

შტერი არს ფრიადისა აღორთქლებათა შინაგან ნივთთა მიერ საგრძნობელთა ორღანო მიღებული და საქმის ვერ კეთილად მქნელი;

ფეთიანი არს ღამით საოცართა დაფეთებათა მიერ მცირეს ხანს ცნობა მიღებული;

შეთიანი არს სნეული, რომელი ხელურად იქცეოდეს და ჩქარა დწვეს და წამოდგესუგუანად უბნობდეს.”(საბა-სულხან ორბელიანი)“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.