“სიცხით გათანგულ თურქ ბავშვს ვასხურე ნაკურთხი წყალი და დავალევინე. 10 წუთში ბავშვი განელდა. წამოდგა და გულზე რომ ჯვარს ვატარებ, იმას აკოცა” – ემიგრანტი ქალის ნაამბობი

"სიცხით გათანგულ თურქ ბავშვს ვასხურე ნაკურთხი წყალი და დავალევინე. 10 წუთში ბავშვი განელდა. წამოდგა და გულზე რომ ჯვარს ვატარებ, იმას აკოცა" - ემიგრანტი ქალის ნაამბობიTi Ko-მ ფეისბუქში დაწერა:

“ერთი ემიგრანტი ქალის ნაამბობი

ბოლო 4 წელია ახალგაზრდა ცოლქმრის ოჯახში ვმუშაობ სტამბოლში. 2 ვაჟი ჰყავთ: დორუქი და სარფი. მუშაობა რომ დავიწყე სარფი წლისაც არ იყო. დედის პოზიცია დავიკავე იმ გამონაკლისით რომ ბიოლოგიური დედა არ ვიყავი. მოკლედ გავზარდე მკერდში ჩახუტებული იმ სიყვარულით, რაც საკუთარ შვილებს დავაკელი. ლოცულობდა ჩემთან ერთად, პირჯვარს იწერდა ,ჯვარს კოცნიდა, მღეროდა ქართულად.

გაიზარდა. ეხლა 5 წლისაა. საუბედუროდ ბავშვს აქვს ქრონიკული ასთმა და მძაფრი ალერგიული შეტევები. ბევრჯერ ამოვაღებინე სული ნაკურთხი წყლით. დედაც და მამაც თანამედროვე თურქული ელიტარული საზოგადოების წევრებია. უცხოა მათთვის რწმენა და ლოცვა. ცივი გონებით იწყობენ ცხოვრებას.

საუბედუროდ კორონა ვირუსის პანდემია დაგვატყდა თავს. ოჯახი შიშმა მოიცვა. დაითხოვეს სამსახურებიდან და სახლში აღმოჩნდა ყველა. პანიკური შიშიб ყვირილი, არ მომეკაროთ… დაიძაბა ყველა. 3 კვირა გაგრძელდა ჩაკეტილობაში. და უცებ “ჩემი ბიჭი” ცუდად გახდა. საშინელი მახრჩობელა ხველება, პირის ღება და 40 გრადუსი ტემპერატურა. მძიმე მდგომარეობის გამო სასწრაფოც არ მოდის. გააშიშვლეს ბავშვი და ისე გამოკეტეს თავის ოთახში. მისცეს მედიკამენტები ექიმის რჩევით. მკაცრად გამაფრთხილეს არ შეხვიდე ბავშვთანო. მხოლოდ დედას შეჰქონდა საჭმელი და წამალი. 2 დღე ებრძოლა ბავშვმა და მესამე დღეს გონებას კარგავდა .გული დამეწვა. ტვინი ამიდუღდა დედის სიცივეზე. მეძახდა და არ მიშვებდნენ. ვკარგავდი ჩემ გაზრდილ ბიჭს.

ვილოცე და შევაღე კარები. მივედი ბავშვთან, ავიყვანე, გულში ჩავიკარი და დედა მარიამს შევღაღადე: “დედა მარიამ, შენც ხომ დედა ხარ, მის დედას თუარა მე გადამირჩინე ჩემი ბიჭი მეთქი”. ვასხურე ნაკურთხი წყალი და დავალევინე. 10 წუთი არ გასულა და ბავშვი განელდა. წამოდგა და გულზე რომ ჯვარს ვატარებ, იმას აკოცა.

მერე მე ჩამეხუტა და მეუბნება: “შენს უკან რომ ქალი იყო რა კარგი სუნი მოიტანა ნახე აღარ მახველებსო”… შევკრთი ვინ ქალი ვერ მივხვდი.

თვალებს არ უჯერებდა საკუთარი დედა და მამა.
მაგრამ წამლებმა იმოქმედაო მაინც ასე თქვეს.
სიყვარულს ყველაფერი შეუძლია. სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე.”