თამთა ივანიშვილმა ფეისბუქში დაწერა:
“გამარჯობა. მე ვარ თამთა ივანიშვილი და არანაირი კავშირი არ მაქვს ბიძინა ივანიშვილთან. ბოლო 12 წელია ვმუშაობ იურიდიულ ფირმა BLC-ში. იანვრიდან მისი პარტნიორი ვარ და იურიდიული მომსახურების ფარგლებში, ჩემი გვარი ბევრი კომპანიის წარმომადგენლად ფიქსირდება. მათ შორის წარმოვადგენდი “ჯიბე”-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს. ვისაც შეთქმულების თეორიების გჯერათ, მე ხელს ვერ შეგიშლით. უბრალოდ სირცხვილია ამ ისედაც დაძაბულ პერიოდში ასეთი დეზინფორმაცია…”

