თინა ხიდაშელი – “კექსის ფორმა არ დამიწუნოთ! დილის 7 საათზე მხოლოდ იმიტომ ავდექი, რომ ჩემს ბიჭებს ახლად გამომცხვარი პური დავახვედრო”

თინა ხიდაშელი - "კექსის ფორმა არ დამიწუნოთ! დილის 7 საათზე მხოლოდ იმიტომ ავდექი, რომ ჩემს ბიჭებს ახლად გამომცხვარი პური დავახვედრო"თინა ხიდაშელმა ფეისბუქში დაწერა:

“ეს დღე მინდა გამახსენოს ხოლმე fb-მ. კულინარიაში არასოდეს მიჭირდა. პირველად 12 წლის ვიყავი, დედა საქარველოში არ იყო და ახალი წლის სუფრის მომზადება გადავწყვიტე. როგორც ამბობენ საკმაოდ წარმატებით გამომივიდა. ერთადერთი რაც ვერ შევძელი ცხობა იყო, და ჩემმა ძალიან კარგმა მეგობარმა Natia Tsomaia ალბათ არც კი გახსოვს სასწაული ტორტი გამომიცხო, სრულიად ჩვეულებრივი ტყე იყო, თავისი ფლორით და ფაუნით.
იმ დღის შემდეგ აგერ 35 წელი გავიდა და ზუსტად იქ ვარ. ცხობაში ვერც ერთი სიმაღლე ვერ დავიპყარი, საახალწლო cookies იქით ვერ წავედი, დანარჩენში არა მიშავს, ბევრი გორაკი, ბორცვი, მთა მაქვს დაპყრობილი. შვილებმა და მეგობრებმა შემაფასონ  🙂 Usupashvili Sandro Giga Usupashvili
ხოდა ეს დღე აქ შესახსენებლად მინდა, არ დამავიწყდეს, რომ ჟამიანობის დროს, 21 აპრილს დილის 7 საათზე მხოლოდ იმიტომ ავდექი, რომ დილით გაღვიძებულ ჩემს ბიჭებს ახლად გამომცხვარი პური დავახვედრო  🙂
3-4 საათში ფოტო თუ არ ავტვირთე იცოდეთ რომ წარუმატებელი ცხობის დეპრესია მაქვს  🙂 და გამხნევება მჭირდება ”

#დარჩისახლში #აღმოაჩინედაფარულიტალანტი

PS კექსის ფორმა არ დამიწუნოთ 🙂

თინა ხიდაშელი - "კექსის ფორმა არ დამიწუნოთ! დილის 7 საათზე მხოლოდ იმიტომ ავდექი, რომ ჩემს ბიჭებს ახლად გამომცხვარი პური დავახვედრო"