ზაზა ფაჩულია ატლანტაში 4-სართულიან სახლს ყიდის

ზაზა ფაჩულია ატლანტაში 4-სართულიან სახლს ყიდისფაჩულიამ ფასს დაუკლო – ახლა სახლის შეძენა $799 000-ად არის შესაძლებელი
ზაზამ NBA-ს კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი ჯორჯიაში გაატარა
ამერიკული მედიის ინფორმაციით, NBA-ს ყოფილი მოთამაშე და გოლდენ სტეიტ უორიორსის კონსულტანტი ზაზა ფაჩულია ატლანტაში სახლს ყიდის. ჯორჯიის შტატის დედაქალაქის ჩრდილო გარეუბანში ზაზას 4-სართულიანი სახლი აქვს, უკვე წელიწადზე მეტია, რაც ეს სახლი იყიდება, დღეიდან ატლანტა ჰოუქსის ყოფილი ცენტრი მას $799 000-ად ყიდის.

ფაჩულიას სახლი გაყიდვაში 2019 წლის მარტიდანაა, მისი ფაქსი $875 000 იყო, სექტემბერში ფასი $825 000-მდე შემცირდა, ახლა კი $799 000-მდე.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიას NBA-ში ხანგრძლივი, 16-წლიანი კარიერა ჰქონდა, მას 6 კლუბში უთამაშია, მაგრამ ყველაზე მეტი დრო სწორედ ატლანტაში გაატარა. ზაზა NBA-ს ჩემპიონი ზედიზედ ორჯერ გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში გახდა. გასულ ზაფხულს ფაჩულიამ ხანგრძლივი კარიერა დაასრულა, აგვისტოში ის გოლდენ სტეიტმა საკალათბურთო ოპერაციების კონსულტანტად მიიწვია.