ზვიად კუპრავა თენგიზ ცერცვაძეს – “შეეშვით პოლიტიკას, აკეთეთ თქვენი საქმე. გთხოვთ!”

ზვიად კუპრავა თენგიზ ცერცვაძეს - "შეეშვით პოლიტიკას, აკეთეთ თქვენი საქმე. გთხოვთ!"ზვიად კუპრავამ ფეისბუქში დაწერა:

“ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ სპეც. ბრიფინგზე გამოიტანა ორი თემა..
1. Covid 19 ინფექციით გარდაიცვალა 86 წლის ქალბატონიო და
2. რა მაგარია გახარიაო.
(ტიპიური საბჭოთა კავშირი)

ბატონო თენგიზ, მართლა მაგრები ხართ ექიმები და ნამდვილად დაუფასებელია თქვენი შრომა.
ნუ ,,ტენით” ამ თქვენს სიკეთეს იმას, ვისაც ეს ქართველი ერის წინაშე არ დაუმსახურებია!

თუ გულისხმობთ იმას, რომ ქვეყნის საზღვრები ჩაიკეტა?
მიშამ რომ თქვა 10 დღით ადრე, სასწრაფოდ ჩაკეტეთ საზღვრებიო, მაშინ რომ ჩაგვეკეტა საზღვრები დღეს მეოთხედი არ გვეყოლებოდა ინფიცირებული და უფრო მაგარი იქნებოდა გახარია.
შეეშვით პოლიტიკას, აკეთეთ თქვენი საქმე. გთხოვთ.

დააფასეთ თქვენი შრომა!”