8 თვის ფეხმძიმე ანი ბებია და ილო ბეროშვილი პირველ საერთო შვილს ელოდებიან

8 თვის ფეხმძიმე ანი ბებია და ილო ბეროშვილი პირველ საერთო შვილს ელოდებიანმსა­ხი­ო­ბე­ბი ილო ბე­როშ­ვი­ლი და ანი ბე­ბია პირ­ველ სა­ერ­თო შვილს ელო­დე­ბი­ან, ანი უკვე 8 თვის ფეხ­მძი­მეა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფო­ტო­ებ­საც ხში­რად აქ­ვეყ­ნებს.

წყვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი 2 წლის წინ და­ი­წყო. მათ ერ­თმა­ნე­თი ერთ-ერთი რა­დი­ო­გა­და­ცე­მის ჩა­წე­რი­სას გა­იც­ნეს. თა­ვი­დან რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბას დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ლავ­დნენ. ანი და ილო ჯერ­ჯე­რო­ბით ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში არ იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ისი­ნი წარ­სულ­ში სხვა ადა­მი­ა­ნებ­ზე იყ­ვნენ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი, თუმ­ცა მათი წინა ქორ­წი­ნე­ბე­ბი დას­რულ­და.

“ერ­თმა­ნე­თი რა­დი­ო­ში გა­ვი­ცა­ნით, სა­დაც ილო თა­ნა­წამ­ყვა­ნი იყო. მა­შინ მე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ამი­ტომ ეს იყო ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გაც­ნო­ბა ჩემ­თვის. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ და­ი­წყო, პირ­ველ რიგ­ში ის მო­მე­წო­ნა რო­გორც ადა­მი­ა­ნი. ის უზო­მოდ შრო­მის­მოყ­ვა­რე და კე­თი­ლია” – ამ­ბობს ანი “ჰე­ლო­უს­თვის” მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მსა­ხი­ო­ბი იმა­საც ამ­ბობს, რომ ოჯა­ხი ილო ბე­როშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გამო არ დან­გრე­უ­ლა.

ილო ბე­როშ­ვილს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს ტე­ლე­წამ­ყვან ნელი აგირ­ბას­თან. ბავ­შვებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ანი ბე­ბი­ას და მათ ფო­ტო­ებ­საც ხში­რად ათავ­სებს “ინ­სტაგ­რამ­ზე”.

ამბები