ხათუნა ლაგაზიძე – “რა დროს კორონაა, ამერიკულ ხორბალში ჩიპები ყოფილა ჩამონტაჟებული”

ხათუნა ლაგაზიძე - "რა დროს კორონაა, ამერიკულ ხორბალში ჩიპები ყოფილა ჩამონტაჟებული"ხათუნა ლაგაზიძემ ფეისბუქში დაწერა:

“რა დროს კორონაა: ამერიკულ ხორბალში ჩიპები ყოფილა ჩამონტაჟებული, პური არ ჭამოთ ხალხო, ამომრჩეველო! ამერიკული ხორბლის ჭამას შიმშილი სჯობია – დავუბრუნოთ უკან ამერიკელებს ჩიპიანი ხორბალი – ბილ გეიტსს და სოროსს უყიდიათ ეგ ხორბალი ჩვენთვის! ერთი რამ ვერ გავიგე მხოლოდ: 5ჯ ანტენებს ჩინელები დგამენ, ჩიპებს ამერიკელები გვიდგამენ და შეკრულები არიან ერთმანეთთან და ერთად გვიმონებენ თუ დაგვინაწილებენ – ერთს ანტენა, მეორეს – ჩიპი?! ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ – ეს ანტენიანი ხალხი რომ წავა და არჩევანს გააკეთებს და მერე ამათი არჩეული რომ უნდა გვეჯდეს თავზე კიდევ ვინ მოთვლის რადენი წელი 😟😟😟”