ეკა ხოფერიას ქალიშვილს, ანანო ლევიძეს, ბარსელონა ძალიან მოენატრა

ეკა ხოფერიას ქალიშვილს, ანანო ლევიძეს, ბარსელონა ძალიან მოენატრაეკა ხოფერიას უფროსი შვილი, ანანო ლევიძე, რომელიც პირველ ქორწინებიდან ჰყავს, საზოგადოებაში ძალიან პოპულარულია. თუმცა დედის ცნობადობას არასოდეს იყენებს და მედიაში არ ჩნდება.

ანანო ამჟამად ესპანეთში სწავლობს. მანამდე კი, ინგლისში ცხოვრობდა და ბიზნესის კურსს ეუფლებოდა. მისი ბანკეტის ფოტოები სოციალურ ქსელში ძალიან სწრაფად გავრცელდა.

მსოფლიო პანდემიის ფონზე თვენახევრის წინ სამშობლოში დაბრუნებულ ანანოსაც მოუწია დედასთან ჩახუტების მაგიერ ორი კვირა თვითიზოლაციაში დარჩენილიყო. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა წერს, რომ ძალიან მოენატრა მისი ესპანური ცხოვრება, სადაც არაჩვეულებრივად გრძნობს თავს.

ეკა ქალიშვილთან სიშორეს ძალიან განიცდის და ხშირად სტუმრობს ხოლმე ბარსელონაში. როგორ გაგრძელდება სტუდენტების სასწავლო პროცესი ჯერჯერობით უცნობია.

რეიტინგი