გია ხუხაშვილი – “გახარიამ საკუთარი თეზისი თვითონვე გააუქმა”

გია ხუხაშვილი - "გახარიამ საკუთარი თეზისი თვითონვე გააუქმა"გია ხუხაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“დღეს პრემიერისგან მოვისმინეთ მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შენი თეზისი გააუქმო შენივე არგუმენტაციით.
ის ამბობს, რომ არ შეიძლება საუბარი პოსტ-კრიზისულ გეგმაზე, რადგან ბუნდოვანია როგორ და რა ვადაში გადალაგდება მსოფლიო ეკონომიკური (სავაჭრო) ურთიერთობები.
ბატონო ჩემო, ზუსტად ამ გაურკვევლობის გამო გვჭირდება ეკონომიკურ და პირველ რიგში სასურსათო უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ეკონომიკური მოდერნიზაცია და არა ხავსივით ისევ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ ტურიზმზე და მშენებლობაზე ჩაჭიდება.
ეს აუცილებელია იმ შემთხვევაშიც თუ კრიზისი გახანგრძლივდება, იმ შემთხვევაში თუ ახალი კრიზისების მოლოდინი გვექნება და იმ შემთხვევაშიც თუ კრიზისები არ იქნება…”