“ქოცთა ლოცვა” – ამ სათაურით სახალისო, ე.წ. ლოცვას “ლეიბორისტული პარტიის” წევრი გიორგი გუგავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“მოძღვნელმან ჩუენმა ფულისა და თანამდებობისა, მამამან ჩვენმა ქველმომქმედმა და ტიკ-ტოკერმა, რომელ არს ბიძინა, იგივე ექვთიმე, ილია, რომელიც სუფევს ბიუჯეტსა, ტენდერსა, ატკატსა, ბიზნესსა, ბანკსა და ყოველსა საფრიან საქმესა შიგან.
ასევე არს მთავრობასა, პარლამენტსა, სასამართლოსა და ყოველსა ძალაუფლებასა თავსა.
საყდრისის ამფეთქებელმან და ხეთა მთრეველმან იცოცხლოს მარადჟამს.
პოლიქრონიონ, პოლიქრონიონ, პოლიქრონიონ, 41 გზის…”, – წერს გუგავა.

