გიორგი მშვენიერაძე – “კალაძემ გადაწყვიტა, თურქმენეთის დღესასწაული გვაზეიმოს”

გიორგი მშვენიერაძე - "კალაძემ გადაწყვიტა, თურქმენეთის დღესასწაული გვაზეიმოს"”ეს არის დაცინვა თავად კონსტიტუციონალზმისადმი, დემოკრატიისადმი, ადამიანის უფლებებისადმი,” – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში გიორგი მშვენიერაძე კახა კალაძის გადაწყვეტილებას, რომ საქართველომ თურქმენეთის დღესასწაული უნდა ვიზეიმოთ.

”აბა თუ იცით, რა არის ის ეროვნული დღესასწაული, რომელსაც თურქმენეთი ზეიმობს და თბილისის მერიის გადაწყვეტილებით საქართველოც უნდა შევუერთდეთ?

თურქმენეთი, რომელიც ჩრდილოეთ კორესათან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არადემოკრატიული სახელმწიფოა, თურმე “კონსტიტუციის და დროშის დღეს” აღნიშნავს. ოღონდ არა 17, არამედ 18 მაისს. შესაბამისად, სამყაროსთვის ეს იმოდენა მასშტაბის და მნიშვნელობის დღედ მიიჩნია ბატონმა კალაძემ, რომ წინა დღით ვიწყებთ მის აღნიშვნას, ჩვენი დემოკრატიით გაოცებულმა რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ რომ არ დაგვასწროს.

ეს არის დაცინვა თავად კონსტიტუციონალზმისადმი, დემოკრატიისადმი, ადამიანის უფლებებისადმი, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და ზოგადად, დასავლური ღირებულებებისადმი.”- წერს სოციალურ ქსელში გიორგი მშვენიერაძე.