გურამ ჩალაგაშვილი – “მართლა იცის ყველა პატრულმა ჩემი სახელი, გვარი და პირადი ნომერიც?”

გურამ ჩალაგაშვილი - "მართლა იცის ყველა პატრულმა ჩემი სახელი, გვარი და პირადი ნომერიც?"გურამ ჩალაგაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“პირადობას რომ არ მოგთხოვენ, პირად ნომერს რომ არ გკითხავენ, სახელსა და გვარს რომ არ გკითხავს არავინ და ზუსტად რომ იციან, შენი სახელი, გვარი, სიმაღლე, ფეხის ზომა და ისიც, რომ მეგობრის სანახავად იყავი და ვინაა ის მეგობარი.
საჭესთან რომ დაჯდები და შენს უკან საათობით მდგომი შავი შკოდის მძღოლის დავალებით, ადამიანს დაიჭერ და ერთ წუთში შემთხვევით მოყრი სრულიად საპატრულოს, ცოტა უხერხულია.
რა ვერ ისწავლეთ ჭკუა თქვე მართლა მრავალწერტილებო?
P.S.ერთი კითხვა მაქვს. მართლა ასე ზეპირად იცის ნებისმიერმა პატრულის თანამშრომელმა ჩემი სახელი, გვარი და პირადი ნომერიც?”