ილონ მასკის რაკეტის კოსმოსში გაშვება 30 მაისამდე გადაიდო

ილონ მასკის რაკეტის კოსმოსში გაშვება 30 მაისამდე გადაიდო„სფეის იქსის“ რაკეტის კოსმოსში გაშვება 30 მაისამდე გადაიდო. ასტრონავტებს ახლახან შეატყობინეს, რომ გაშვება დღეს ვეღარ მოხერხდება. მიზეზი არახელსაყრელი ამინდი გახდა.

რაკეტა „ფალკონ 9“-ს კაფსულა Crew Dragon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორი ამერიკელი ასტრონავტი უნდა წაეყვანა. ამის შემდეგ, რაკეტა უკან დაბრუნდებოდა და ატლანტის ოკეანეში სპეციალურ ტივტივაზე დაჯდებოდა. გაშვება პირველი პილოტირებული კოსმოსური ფრენა უნდა ყოფილიყო აშშ-ის მიწიდან 2011 წლის შემდეგ.

შატლის მისიის დახურვის შემდეგ, ნასა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გასაგზავნად რუსეთის „სოიუზის“ რაკეტებს იყენებდა.

ნასა და „სფეის იქსი“ რაკეტის ხელახლა გაშვებას 30 მაისს კვლავ შეეცდებიან.

პირველი არხი

ილონ მასკის რაკეტის კოსმოსში გაშვება 30 მაისამდე გადაიდო