ირაკლი ოქრუაშვილი – ”გამოუშვით გიორგი რურუა და ორივე მხარემ ვთქვათ “რაც იყო, იყო”

ირაკლი ოქრუაშვილი - ''გამოუშვით გიორგი რურუა და ორივე მხარემ ვთქვათ "რაც იყო, იყო"”გამოუშვით რურუა, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და მორჩება ეს ისტერია”. – წერს სოციალურ ქსელში ”გამარჯვებული საქართველოს”  ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

”ქართული ოცნება” რაც მალე გამოუშვებთ გიორგი რურუას, მით მალე დამთავრდება ის ჩიხი, რომელშიც თქვენი სურვილით შეხვედით. რაც დიდხანს გააგრძელებთ მის დემონიზაციას, მით უფრო ვეღარ აუხსნით თქვენს ამომრჩეველს, როდესაც (მაინც) გამოუშვებთ. რაც მეტი არგუმენტი მოგყავთ ჩვენი გამოშვების გასამართლებლად, მით მეტად აღიზიანებთ თქვენს მხარდამჭერებს. არადა ორივე მხარემ მარტივად შეგვიძლია ვთქვათ: “რაც იყო, იყო”. ამას უფრო გაგვიგებს ამომრჩეველი.

ჩემი არყოფნის პერიოდში იმდენად პოლარიზებული გამხდარა საზოგადოება და იმდენად მოუმატია ისეთ ადამიანების რიცხვს, რომლებიც მზად არიან დანები იშიშვლონ და ერთმანეთი დაჩეხონ , რომ თუ ვინმე გონიერი დარჩა თვენთან ადვილად უნდა ხვდებოდეს საით მივდივართ. გაითვალისწინეთ, რაც დრო გადის ამას მით მეტად ემატება მშიერი ადამიანების აგრესია.

გამოუშვით რურუა, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და მორჩება ეს ისტერია.

მერე თუ გინდათ პოლიტკრიმინალები გვეძახეთ, გინდათ აგენტები, გინდათ ყაჩაღები, ” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.