ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში საგანგებო მდგომარეობის დროს დაჯარიმებულებს მიმართავს და ურჩევს, რომ ჯარიმა არ გადაიხადონ.
”კეთილი რჩევა იმ ადამიანებს, ვინც საგანგებო მდგომარეობის დროს უაზრო ჯარიმებით დააჯარიმეს და ჯერ არ გადაუხდიათ.
არჩევნების წინ ყველა ასეთ ჯარიმას ეს მთავრობავე ჩამოწერს. თუ ესენი არ ჩამოწერენ, ნოემბერის ბოლოს ახალი მთავრობა ნამდვილად ჩამოწერს. ასე, რომ გირჩევთ, არ გადაიხადოთ”. – წერს ”გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

