“იტალიაში კარანტინის დროს შექმნა ხათუნა კიბაბიძემ თავისი ოცნების თექის ქუდები”

"იტალიაში კარანტინის დროს შექმნა ხათუნა კიბაბიძემ თავისი ოცნების თექის ქუდები"ნათია ტუღუშმა ფეისბუქ-ჯგუფში “ემიგრანტები იტალიაში / LA MIA GEORGIA” დაწერა:

“ამ ორიგინალური ქუდების ავტორი ემიგრანტი ხათუნა კიბაბიძეა.
ხათუნა გათხოვებამდე ოზურგეთის თეატრის მსახიობი გახლდათ.შემდეგ ბედმა რუსთავს დააკავშირა.ქსოვა და ქარგავა ბავშვობიდანვე ეხერხებოდა თურმე.
თექაზე მუშაობა ძალზე რთული მეჩვენებოდა, მითხრა მან.მაგრამ მონდომებით ყველაფერს მიაღწევ.
ამ ისტორიას კი ასეთი დასაწყისი ჰქონდა: ხათუნას სახლში მისულმა მოძღვარმა( დეკანოზი სერგი კასრაძე) კედელზე ჩარჩოში ჩასმულ ნაქარგებს მოჰკრა თვალი და გოგონას კურთხევა მისცა თექის ხელოვნება შეესწავლა.აბა,მოძღვრის კურთხევას როგორ არ შეასრულებდა! და ხათუნა მთელი მონდომებით გადაეშვა ახალ სამყაროში.მუშაობდა და მუშაობდა მონდომებით.
შემდეგ დაიწყო ემიგრაცია…24 საათიანი სამუშაო რეჟიმი სწორედ ნამუშევრების შექმნამ გადაატანინა.დრო არ რჩებოდა ფიქრისთვის.ოქროსხელება გოგონა ქმნიდა და თექისაგან “ძერწავდა” ფერად შარფებსა და ყვავილებს.
მალე რომში დები ქოთილაიძეები “მწყემსის სახლს” აარსებენ და ხათუნა მათთან იწყებს თანამშრომლობას. შემდეგ იყო ვენეცია. ქართველ ხელოვანთა გამოფენაზე ღირსეული წარდგენა.
დატვირთული სამუშაო დღის გამო ხელოვანს თექაზე მუშაობა ღამით უწევს . ვოცნებობდი ისეთი რამ მომხდარიყო,რომ ჩემი საყვარელი საქმიანობისათვის მთელი დღეები დამეთმო- მითხრა მან.
და აი მოვიდა კორონა! კარანტინის დროს შექმნა ხათუნამ თავისი ოცნების თექის ქუდები, რომლებსაც აღფრთოვანებაში მოჰყავს მნახველი.უყურებ ამ საოცარ ნამუშევრებს, ფერადოვან თავსაბურავებს და აღტაცებას ვერ მალავ. ზოგი ქუდი კოსმიურ სამყაროს გაგონებს,ზოგის მორგება კი თითქოს სამეფო ბალ-მასკარადზე წასვლით გაქეზებს.ლივლივებს საოცარ ფერთა გამა. დახვეწილობა და ორიგინალობა- აი ხათუნა კიბაბიძის ნამუშევარების წარმატების გასაღები.
შემოქმედებითი წინსვლა ვუსურვოთ ხელოვანს!”

"იტალიაში კარანტინის დროს შექმნა ხათუნა კიბაბიძემ თავისი ოცნების თექის ქუდები"