ხათუნა ლაგაზიძე – “კორონავირუსი ხელისუფლების ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა”

ხათუნა ლაგაზიძე - "კორონავირუსი ხელისუფლების ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა"ხათუნა ლაგაზიძემ ფეისბუქში დაწერა:

“გახარიას გუშინდელი გამოსვლის შემდეგ ოპოზიციამ ღიად უნდა დაინახოს გამოწვევა – კარსმომდგარი არჩევნები მათთვის რთული იქნება: “ოცნების” ამომრჩეველმა მიიღო ის, რასაც ეძებდა – ძ₾იერი პრემიერი, რომელმაც დადო შედეგი ვირუსთან ბრძოლაში და რომელსაც მიღწეულმა შედეგმა თავდაჯერება შემატა. ჩამოუყალიბებელ ოპოზიციურ ამომრჩევლეს ამ ფონზე გული და ხელი უფრო შუაშიტ-ცენტრისტული პარტიებისკენ გაუწევს, რომელიც კი არ შეცვლის, არამედ დააბალანსებს ან სულაც კოალიციაში შეუამხანაგდება “ოცნებას” მომავალ პარლამენტში.

იმ ოპოზიციური პარტიებისთვის კი, ვისთვისაც ამოცანა ხელისუფლების შეცვლაა, ეს ამოცანა უფრო მეტად გართულდა – დარჩენილ ხუთ თვეში მათ შეუძლებელი უნდა შეძლონ, რომ მიზანი რეალობად აქციონ და ამომრჩევლის უმრვლესობა ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაში დაარწმუნონ – კორონა ვირუსი ხელისუფლებისთვის ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა.”